მოგონებები

ვიქტორ მესხიშვილი

მე და... გალატიონი 

ჩემი ბავშობისდროინდელი ეს ამბავი ერთ-ორ მეზობელ ბიჭს თუ ახსოვს.

 14 წლის ვიქნებოდი მაშინ.

ვერის ხიდთან, მტკვრის მარცხენა ნაპირას, მეზობელ ქუჩაზე, ერთი რუსი გენერლის ყოფილ სახლში რამდენიმე ოჯახი ვცხოვრობდით.

ჩვენი ეზოს ბიჭები, დიდი თუ პატარა, შეამხანებული ვიყავით მტკვართან (თუმცა ამამხანაგობის სასტიკი წინააღმდეგი ჩვენი მშობლები იყვნენ, რადგან მთელი დღე მტკვარზე ვეყარეთ). არა მარტო ჩვენ, მაშინ მტკვარიც პატარა, თხელი და სუფთა იყო. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადაგვიცურ-გადმოგვიცურავს. მტკვარი მაშინ სწრაფი იყო და მღვრიე. თევზიც საკმაოდ იყო და მეთევზეებიც.

დილაადრიან ,,სკოლაში წავლამდე, ანკესებს ჩავყრითდით და დაბრუნებულებს, ხშირად, ანკესზე წამოგებული თევზიც ბევრი გვინახავს.

ჯებირებზე გადმოსული, ადიდებული მტკვარი, გაზაფხულის მოსვლა-დადგომას ამით გვამცნობდა ხოლმე. ამ მღვრიე და ადიდებულ წყალში თევზის დაჭერა უფრო იოლი იყო. ასეც მომხდარა: ერთხელ ანკესს იმდენად დიდი თევზი მოჰყვა, სამმა ბიჭმა ძვლივს ამოვათრიეთ. ცოტაც და რომელიმეს ნამდვილად თან გადაგვიყოლებდა წყალში. შიშმა აგვიტანა. ნაპირზე თევზმა ფართხალი დაიწყო, მუდარის თვალებით შემოგვცქეროდა, ეტყობოდა, გაშვებას გვთხოვდა. შემზარავი სურათი იყო და რაღაც ცუდის მომასწავლებელი.  თითქოს თევზი კი არა, ურჩხული ყოფილიყოს.   

 გულქვა ბიჭებმა მაინც არ გავუშვით საცოდავი თევზი. იმ მშვიდობიან სამახსწოვრო დილას თევზმა ცუდი, ცუდი ამბავი მოგვიტანა:

- ბიჭებო! ომი, ომი დაიწყო! გაჰყვიროდა მთელ ეზოში და მტკრის ნაპირას პატარა რეზო.

პირველები ჩვენი მამები და უფროსი ძმები გამოეხმაურნენ ომს. მხოლოდ მოხუცები, ქალები და ბავშვები დავრჩით. დაცარიელდა ჩვენი ეზო. ჩვენ აბა რა ვიცოდით, რას ნიშნავდა ომი. ბიჭებს გმირობა გვინდოდა, გმირობას ვეძებდით.

ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საცდელ სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, შენობაში როგორც კი შევიდოდი, ერთი დიდი ტრანსფარანტი ეკიდა ორი წარწერით:  

მოსწავლეთა გმირობა და სიმამაცე ფრიადზე სწავლაა!

და

სჯობს სიცოხცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!

ფრიადზე სწავლის რა მოგახსენოთ, მაგრამ სახელოვანი თავგანწირვისთვის მზად ვიყავი.

მე და ჩემი კლასის მეგობარი ბესო სოსელია, რომელიც ამჟამად უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ცხოვრობდა, გაკვეთილებს ხშირად ერთად ვამზადებდით. ერთ-ერთი ვიზიტის დროს მისი სახლის სადარბაზოში ერთი ტყავის დიდი საფულე ვიპოვე. ცივად ავიღე და  ბესოსთან შევედი. საფულეში ფულის გარდა ყველაფერი იყო: პასპორტი, სამხედრო ბილეთი (თეთრი ბილეთი), რაღაც ცნობები, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი და სხვა. მისამართი და ვინაობა ამოვიკითხეთ და მოვითაბირეთ: საჩქაროდ პატრონი მოგვეძებნა და საფულე გადაგვეცა. მე და ჩემს მეგობარს ეს დიდ გმირობად მიგვაჩნდა. არ დავაყოვნეთ და გზას გავუყევით.

ყოფილი პლეხანოვის პროსპექტი, სადაც იმხანად ჯერ კიდევ ტრამვაი მოძრაობდა, ფრთხილად გადავკვეთეთ და ერთსართულიანი სახლის ეზოში, შუშაბანდს მივადექით.

ახოვანი კაცი გამოვიდა და საფულე ამაყად გავუწოდეთ. ჩვენს თვალწინვე გახსნა და სამხედრო ბილეთი რომ დაინახა, გაგვიღიმა.   

- თქვენ გაიხარეთ, ბავშვებო!

-  შემოგვძახა და გახარებული 

Сайт управляется системой uCoz