ინტერვიუ

სალომე გორგოშიძე

პაატა გაიხარაშვილი

 

გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის ექსკურსიამძღოლი, ქალბატონი სოფო მარგიანი

 

 

- რას ნიშნავ თქვენთვის გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში მუშაობა?

- ვიტყვი იმას, რომ აქ მუშაობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. განცდები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ძნელია, ყველაფრის სიტყვებით გამოხატვა.

მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე მუშაობა, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ისეთ თბილ და კარგ ადამიანებთან ერთად მიწევს ყოფნა, რომ თუნდაც ერთი უბრალო დღე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია.

ადრეც ძალიან მიყვარდა გალაკტიონი, მაგრამ მას შემდეგ რაც აქ დავიწყე მუშაობა, მგონია, რომ უფრო დავუახლოვდი მას. ამ სახლში მართლაც არაჩვეულებრივი აურა ტრიალებს და მე ძალიან ბედრიერი ვარ, რომ აქ ვმუშაობ.

 

Сайт управляется системой uCoz