ინტერვიუ

სალომე გორგოშიძე

პაატა გაიხარაშვილი

 

ინტერვიუ გალატიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის დირექტორ ბატონ შოზი აბრამიძესთან

 

 

- მუზეუმი დაარსადა 1999 წლის 21 მარტს, მაგრამ მანამდე ბევრი მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. არ გვაკლდა პრობლემებიც. გალაკტიონის ბინაში, პოეტის გარდაცვალების შემდეგ, კერძო პირები ცხოვრობდნენ. ქველმოქმედების საფუძველზე მოხდა ბინის შეძენა. ამ საქმის ინიციატორები იყვნენ: ბატონი თამაზ წივწივაძე, ბატონი რევაზ მიშველაძე და ვანის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ტყეშელაშვილი. მათ სთხოვეს ჩვენს ბიზნესმენებს თანხა ბინის შესაძენად. თანხა გამოიყო და მოხდა ბინის შეძენა.

- იმდრონდელი ხელისუფლებისგან თუ იყო დახმარება?

- მთავრობა მართლაც ძალიან დაგვეხმარა, მათ თანხები გაიღეს ბინის კეთილმოსაწყობისათვის.

- ახლა რა პრობლემები აქვს მუზეუმს?

- პრობლემა ბევრია, მაგრამ ნელ-ნელა გვარდება. მაშინ ნაუცბათევად იქნა მუზეუმი გახსნილი, ამიტომ ყველაფერი კუსტარულად გაკეთდა, არაპროფესიულ დონეზე. ამ ამბების დიდი მესვეური იყო იმდროინდელი ცენტრალური არქივის დირექტორი - ბატონი ვახტანგ გურგენიძე. მას ძალიან უყვარდა ქართული პოეზია და გალაკტიონი. მუზეუმში ნახავთ მისი ხელით დამზადებულ ბევრ ექსპონატს.

მომავალი წლიდან ვაპირებთ დიზაინერების მოწვევას. წინასწარ უნდა გაკეთდეს ყველაფრის ექსპოზიცია, ამის შემდეგ კი მოვიძიებთ სახსრებს და ყველაფერი თავიდან, მაღალ პროფესიულ დონეზე გაკეთდება

- ვის ეკუთვნის მუზეუმი?

- ჩვენი მუზეუმი ეკუთვნის ქალაქის მერიის კულტურისა და განათლების სამინისტროს. ისინი, შეძლებისდაგვარად, დახმარებას გვიწევენ და დიდ ყურადრებას იჩენენ.

- უღრმესი მადლობა, ბატონო შოზი.

- მადლობა თქვენ.

Сайт управляется системой uCoz