პირველი ლექსი

 

                           

პირველი ჩემი ლექსი ღრუბელი დაიბეჭდა 1908 წ. ჟურნელ ახალ კვალში, რომელიც გამოდიოდა ცნობილი რევოლუციონერის, შესანიშნავი ადამიანის ვლადიმერ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით. ლექსი დაწერილი იყო 1905 წლის შავი რექციის გამეფების დროს. ლადო დარჩიაშვილი განსაკუთრებული ყურადღებით მომეპყრო. მან წარმოადგინა თავის ჟურნელის თანამშრომლებთან პოეტური სიტყვებით: იცნობდეთ, ეს არის საქართველოს ამომავალი მნათობი. გახარებულმა იმავე დღეს შევიარე ეხლანდელი პრესის ქუჩაზე გაზ. ამირანის რედაქციაში. მანდილოსანი, რომლის გვარი შემდეგ გავიგე, გადამეხვია. იგი აღელვებული ამბობდა: თქვენ, ასეთი ახალგაზრდა, როგორ სწერთ ასეთ ლექსებს და სხვ. ჩემი ორი პირველი ლექსი ერთ და იმავე დღეს დაიბეჭდა და ეს იყო ყველაზე უკეთესი და ბედნიერი დღე ჩემ ცხოვრებაში. მალე გადავიქეცი პირველ ქართულ სიტყვაკაზმულ ჟურნალის ფასკუნჯის ძირითად თანამშრომლად. ამ ჟურნალში მაშინ თავი მოიყარა საქართველოს ყველა ცნობილმა მწერალმა. ამ ჟურნალში მე მოვათავსე მთელი რიგი ლექსებისა. შემდეგ არ გამოსულა არც ერთი ჟურნალი ან გაზეთი, რომ მე არ მეთანამშრომლოს.

Сайт управляется системой uCoz