ნათელა ნადარეიშვილი
* * *
1954 წელია. ლექციებს ვკითხულობ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლირეტატურის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის რექტორმა ნიკო კეცხოველმა დამიბარა და მითხრა:
- პიონერები შეხვედრას უწყობენ გალაკტიონ ტაბიძეს. შენ, როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენელი, უნდა ეახლო პოეტს და არტოს ბაღში მანქანით მიიყვანო.
ავტომანქანა მარჯანიშვილის ქუჩაზე, გალაკტიონის სახლს მიუახლოვდა. მძღოლი სადარბაზოში შევიდა და ცოტა ხანში გალაკტიონიც გამოჩნდა. სუნთქვაშეკრული შევცქერი. მოდის ახოვანი, ბუმბერაზი, ჩაფიქრებული, ღიმილიანი. ხავერდის პიჯაკი აცვია, ჰალსტუხი უკეთია, იღლიაში პაპკა აქვს. მძღოლმა მანქანის წინა კარი გამოუღო. მე უკან ვზივარ.
არტოს ბაღთან მალევე მივედით. გალაკტიონმა მეოთხე რიგში ისურვა დაბრძანება. ახლა უკვე მის გვერდით აღმოვჩნდი.
ზეიმი დაიწყო. აფრიალებენ პიონერები წითელ ყელსახვევებს და გაიძახიან: გაუმარჯოს გალაკტიონ ტაბიძეს! გაუმარჯოს გალაკტიონ