მისი გონების ძალა არაა მარტო სიტყვებში: იგი ზომავდ საგნებს თავისი განსაკუთრებული თვალთახედვის ისრით, ეს თვალთახედვის ისარი ხშირად ცვლიდა საგნების ნამდვილ სახეს, როგორც იცვლება ყოველგვარი საგანი იმისდა მიხედვით, თუ საიდან უცქერი მას. სხვებისაგან შეუნიშნავი რამ მისთვის დვილი გასაგები იყო. მისი ჟესტები იყო ნელი, იშვოიათი და თავდაჭერილი, მაგრამ გონიერი. ეს უმთავრესი დამახასიათებელი თვისებაა ილიას პირადი ცხოვრების. არ უყვარდა მას არც ხოველი და მკვეთრი, გაფრენილი სიტყვა; ბრიტანული სიცივე კარგი ზრდილობის მნაჩვენებელი იყო, მისი აზრით.