მასზე  წერდნენ

 

ბელა წიფურია

 

 

,,ლურჯა ცხენების“ გააზრებისათვის

 

            პოეტური ნაწარმოების გაცნობიერების პრობლემა ზოგადად გულისხმობს ავტორის მსოფლმხედველობის კონკრეტული პრინციპების გაცნობიერებასაც. თუკი ვრცელი მოცულობის პროზაულ ტეხსტში მწერალს ააქვს  საშუალება დადინჯებით, განვრცობილად წარმოუდგინოს მკითხველს საკუთარ მსოფლმხედველობრივ პოზიციასთან შეფარდებული სათქმელი, პოეტური ტექსტის ავტორი ერთგვარად დაუცველიც კი არის მკითხველის წინაშე, რადგან თუ ჩვენ წინასწარვე  გარკვეული წარმოდგენა არ გვექნება პოეტის შეხედულებების შესახებ, ლექსის სათქმელი შეიძლება სრულიად გაუხსნელიც დაარჩეს. მეორე მხრივ, პოეტურ რიტმში მოქქცეული მხატვრული  სახე-სსიმბოლოების ზემოქმედების ძალა იმდენად დიდია, რომ გარკვეულწილაად მომზადებულ მკითხველსს ისინი თავად მიუძღვიან ავტორის პიროვნულ წარმოდგენებისა და მისი შინაგანი პრობლემების შეცნობისაკენ.

            გალაკტიონ ტაბიძის ლექსების გაცნობიერებაც, რასაკვირველია, ერთგვარ მზადყოფნას მოითხოვს მკითხველისაგან. უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს იმ მსოფლმხედველობრივ არეალით, იმ ძირითადი მიმართულების დაინტერესებას, რომლის ფარგლებშიც ვითარდება პოეტის შემოქმედება.

            გალაკტიონის შედევრაბის უმრავლესობა სიმბოლიზმის სულიერი და აზრობრივი პრობლემისაკენ არის მიმართული. ეს პრობლემები სათავეს იღებს ადამიანის სარწმუნოებრივ გაორებაში. ერთი მხრივ, იგი შეიგრძნობს, რომ მეოცე საუკუნის დამდეგს ქრისტიანული სამყარო კარგავს ღვთის რწმენას, კარგავსს კავშირრს ღვთიურ საწყისთან  და ამ დანაკაარგს ყველაზე უწინ სწორედ, სიმბოლისტი პოეტები აცნობიერებენ. მეორე მხრივ, პოეტის შინაგანი არსება კვლავაც მიისწრაფვის სარწმუნოების წიაღისაკენ და სწორედ  პოეტური ააღმაფრენის წუთებში შეიძლება მოეფინოს ჭეშმარიტი რწმენის შუქი. ამგვარი სარწმუნოებრივი გაორება განაპირობებს პოეტის შინაგან დიაჰარმონიას, სულიერი, ხორციელი და გონისმიერი საწყისის დაპირისპირებას. მას უჩნდება წინააღმდეგობაა საკუთარ თავთან, მოყვასთან, საზოგაოებასთან, გარესსამყაროსთან. პოეტს აღარ იზიდავს ხილული, მატერიალური სამყარი და ცდილობს უხილავი, ზემატერიალური, მიღმიერი სამყაროს შეცნობას. მაგრამ, რადგან მას დაკარგული აქვს ზემატერიალური სამყაროს წვდომის სარწმუნოებრივი გზა, იგი ცდილობს, პოეტური შემოქმედების, პოეტური სახე-სიმბოლოების მეშვეობით გაარღვიოს ნივთიერი, მატერიალური  სამყაროს საზღვრები. როგორ შეიძლება წარმოუდგეს პოეტს მიღმიერი სამყარო, თუკი მან დაკარგა უფლის რწმენა, თუკი მის მსოფლაღქმაში ამ სამყაროს აღარ განაგებს ღმერთი?

            ვფიქრობთ, ყველაზე შემზარავი სახით ღვთის გარეშე დარჩენილი მიღმიერი სამყაროს სურათი გალაკტიონმა დაგვიხატა ლექსში ,,ლურჯა ცხენები“. აღსანიშნავია, რომ ეს ლექსი რიგით მეორეა გალაკტიონის გენიალურ კრებულში ,,არტისტული ყვავილები”. როგორც ჩანს, პოეტმა შემთხვევით არ მიუჩინა ,,ლურჯა ცხენებს“ ამგვარი ადგილი. ამ კრებულის კითხვისას ჩვენ არც უნდა გვტოვებდეს ის განცდა, რომ ,,თოვლი“,  ,,სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“,  ,,მერი“,  ,,მთაწმინდის მთვარე“, სწორედ იმ პოეტმა დაწერა, ვისთვისაც უცხო არ არის სულიერი დაცემა, სასოწარკვეთა; ვინც სასოწარკვეთის წუთებში იმაზე ფიქრობს, თუ რამდენად მიუსაფარი იქნება მისი სული მიღმიერ ,,სამუდამო მხარეში“, თუკი არ აღდგება ის რწმენა, რომ ამ მხარეს  უნდა განაგებდეს ღმერთი. მაგრამ, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს პოეტისათვის, ,,ლურჯა ცხენების“ პირველივე სტრიქონში ღმერთის ქრისტიანული სიმბოლო, მზე, ჩამავალი სახით არის დანახული. საზოგადოდ, ჩამავალი მზის, დაისის, მიმწუხრი სახე-სიმბოლოები სიმბოლისტურ პოეზიაში აღნიშნავს სულიერ დაცემას, რწმენის დაკარგვას, დეკადანსს.  თუკი ჩამავალი მზე ტოვებს სამუდამო მხარეს, ეს შეიძლება მიგვითითებდეს, რომ პოეტისათვის ღვთის გარეშე რჩება არა მხოლოდ ,,ცოდვის სადგური“  -   წუთისოფელი, არამედ მიღმური, ანუ ტრანსცედენტური სამყარო. მართალია, ეს მხარე კვლავაც მარადიულია, სამუდამოა, მაგრამ აქ არაფერი დარჩენილა ,,ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე“.

            ნიშანდობლივია, რომ ,, ლურჯა ცხენების“ სახე-სიმბოლოები სრულიად ცხადად უპირისპირდება იმ სიმბოლოებს, რომელთა მეშვეობითაც ქრისტიანულ სარწმუნოებაში ზეციური სამყარო ისახება . თუკი უფლის სასუფველში მარადიული ნათელი და სითბო დგას, თუკი ის მოუცავს მარადიულ სიხაარულსა დაა ნეტარებას, ,,განისმის ციურ დასთა გალობის ზარი“, გალაკტიონისეულ სამუდამო მხარეში სიცივეა დაა სიმწუხარე, მდუმარება და მიუსაფრობა; აქ ,,არც სულს უხარია“ რადგან ქრისტიანული საარწმუნოების თანახმად  სასუფეველში დამკვიდრებული  ადამიანის სულს საუკუნო სიხარულს ანიჭებდა უფალთან სიახლოვის განცდა;  რაღა შეიძლება ახარებდეს მიუსაფარ სულს  უღვთოდ დარჩენილი სამუდამო მხარის ცივ სამარეში?  როგორც ჩანს,  გალაქტიონისათვის მიუსაფარობა, შენაპირის დაკარგვა სწორედ საუკუნო სასუფევლის დაკარგვის განცდას უკავშირდება. ქრისტიანულ სარწმუნოებაში ნაპირი და თავშესაფარი სასუფევლის სიმბოლოებია. სწორედ სასუფევლის ნაპირს შეაფარებს თავს წუთისოფლის ქარიშხლიან ზღვაზე მოხეტიალე ნავი – ადამიანის სული გალაკტიონისთვის კი სულის მიუსაფრობა  და უსიხარულობა სწორედ ღვთის რწმენის დაკარგვას, აქედან გამომდინარე კი, სასუფეველში დამკვიდრების იმედის დაკარგვაას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ სიმბოლისტურ პოეზიაში  გამუდმებით გვხვდება ადამიანის ჩივილი იმის გამო, რომ იგი კარგავს ღვთის რწმენას და ამის გამო კარგავს სულის უკვდავების, სულის ცხონების შესაძლებლობასაც; კარგავს სიკვდილის შემდგომ ნეტარების იმედს და სიცოცხლის საზრისსაც. გალაკტიონის ,,სიზმარიან ჩვენებაშიც“ განჭვრეტილია, თუ როგორი ,,განსასვენებელი“  ელის უღვთოდ დარჩენილი ადამიანის სულს: ,,შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით“ აღსავსე სამყარო უპირისპირდება სულთა სასუფეველს. აქ კვლავ მეფობს მატერია, ნივთიერება, მაგრამ ის მეფობს უსახური ფორმით. თუკი მატერიალური მოვლენების მშვენიერება ღვთიურ სიმეტრიას და ჰარმონიას ეფუძვნებოდა, მატერიის უსახურობა, კვლავ და კვლავ, ამ ჰარმონიის დააკარგვაზე მიგვითითებს. ,,ლურჯა ცხენების“ მიღმიერი სამყარო ატარებს მატერიალური სამყაროს კიდევ ერთ ნიშაანს:

აქ არ დააკარგულა დროის მდინარება: ,,აქ უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან“, აქ ,,იჩქარიან წამები“, ამდენად, ეს სამყარო არ ფლობს მარადიულობას, იგი კვლავ ევემდებარება დროის წარმავლობას. ბუნებრივია, აქ მარადიული სტატიურობა არ მეფობს, სწორედ იმდენად, რამდენადაც არ სუფევს უფალი,აღსანიშნავია ისიც, რომ მიღმიერი სამყარო მოუცავს ,,ლურჯა ცხენების“  გრგვინვა-გრიალს, რომლებიც დროისა და ბედის სიმბოლურ წრებრუნვაში, სიმბოლურ ,,ბედის ტრიალში“ არიან ჩაბმულნი. ამგვარ წრებრუნვასაც სიმბოლური დატვირთვა ენიჭება და ეს სიმბოლო ქრისტინულ სახისმეტყველებასთან არის დაკავშირებული.

            ქრისტიანული მსოფლმხედველობის თანახმად, მიწიერ სამყაროს, მიწიერ ისტორიას აქვს მოძრაობის სწორხაზოვანი, ზეაღმსწრაფი მიმართულება, რაც გულისხმობს მოძრაობის მიწიდან ზეცისაკენ, წარმავლობიდან მარადიულობისაკენ, მატერიიდან ღვთისაკენ. მაგრამ თუ ეს საამყარო აღარ ემორჩილება უფლის ნებას და ექვემდებარება ბოროტ ძალას, იცვლება მოძრაობის მიმართულებაც; ნაცვლად უფლისკენ სწრაფვისა, იწყება წრებრუნვა, ტრიალი ყოვლგვარი აღმავლობის გარეშე. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ წრეზე ადამიანი ბოროტ ძალას დაჰყავს. ,,ლურჯა ცხენების“  სამყაროშიც არ შეჩერებულა მატერიისათვის დმახასიათებელი  განუწყვეტელი პროცესი მოძრაობისა, მაგრამ ეს პროცესი შედარებულია ცეცხლის უმიზნო ხეტიალთან , ბედის ტრიალთან, მიღმიერი სამყარო განწყვეტლივ მოძრაობს, მაგრამ მას დაუკარგავს უფლის სახება, უფლისაკენ მისწრაფფების ძალა, სწორედ ამიტომ ცხადდება ეს მოძრაობა უმიზნოდ. მიუხედავად ამისა, ეს უმიზნო ტრიალი ადრე თუ გვიან ჩაითრევს ყველა იმ ადამიანს, ვინც მიწიერ ცხოვრებაშივე დაკარგა ღვთის რწმენა და ამ გზით დაკაარგა სასუფეველში დამკვიდრების  იმედიც. მისთვის რეალურია მხოლოდ სამარის განსასვენებელი და არა დამკვიდრება ,,საუკუნოს განსასვენსა ალაგსა“ (გრ. ორბელიანი). ამასთანავე, გალაკტიონთან აქცენტირებულია ისიც, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა უღვთოდ დარჩენილი კაცობრიობისათვის; ,,ყველნი აქ არიან“, ყველა თანაბრად იზიარებს რწმენის მოკვდინების ცოდვას და ყველას თანაბრად ელის სამუდამო სამარე. თუკი ღვთის რწმენის დაკარგვით ადამიანი კარგავს სულიერებასაც , მისგან რჩება მხოლოდ ხორციელი საწყისი, რომლის ერთადერთი ალაგი ის ცივი სამარეა, რომელის აღქმაც ამდენად დრამატულია გალაკტიონის პოეზიაში. სწორედ ამგვარად განჭვრეტს პოეტი სიკვდილის სულიერ მიუსაფრობისა და სასოწარკვეთის წუთებში. თული სარწმუნოებრივი აღქმის თანახმად ადამიანის სული გარდაცვალებისშემდეგ ინარჩუნებს თავის ინდივიდუალურობას, თავის სახეს და, ,,ლურჯა ცხენების“ სამუდამო მხარეში აღარ იხსენიება სახელი და ვერვინ ცნობს მის სახეს, რადგან აქ აღარ ფიგურირებს სული , აღარ ფიგურირებს ინდივიდუალობა. ადამიანი აღრეულია მატერიის  ამორფულობა      ში. ქრისტიანული სარწმუნოების თანახმად სწორედ ღმერთიო ცნობდა ადამიანს მისი სახელის მიხედვით, იმ სახელის მიხედვით, რომლითაც ის ნათლობისას ჩაიწერება უფლის სამწყსოში ზეციურ, ,,,ცხოველ წიგნში“. სწორედ ამ სახელთან იყო დააკავშირებული მის მიერ ამ ქვეყნად ჩადენილი ცოდვაცა და მადლიც, ამ სახელით წარდგებოდა იგი საუკუნო სამსჯავროზე. ,,ლურჯა ცხენებში კი გალაქტიონი ცხადად მიგვითითებს, რომ თუ ადამიანში განქარდებაა ღვლის რწმენა , განქარდება მისი სულიც, მისი ინდივიდუალურობაც, მისი სახელიც. მას ვეღარავინ ანუგეშებს  და ,,საოცრების უბეში“, შეუცნობად ტრანსსცედენტურ სამყარიში ნაცვლად ღვთისა მას გამოუცნობი ქიმერები ელიან. თუ სარწმუნოებრივ მსოფლმხედველობაში მართალთა სულები უფლის სიახლოვეს დაემკვიდრებოდნენ და უფაალს შეიცნობდნენ, ,,ლურჯა ცხენებში“ ადამიანები სიკვდილის შემდეგაც ვერ შეიცნობს სააიდუმლოს, იგი კვლავ ხვდება ბნელ, საოცარ,  გამოუცნობ სამყაროში და იქ აღარავინ ელის ისეთი,  ვინც მის ძახილს შეისმენდაა და დაიჯკერებდა. ამ შემთხვევაშიაც გალაკტიონი უპირისსპირდება  სარწმუნოებრივ პრინციპს, რადგან მორწწმუნეს სწამს ისიც, რომ მის წრფელ ვედრებაას, მის ძახილს  გაიგებს და შეისმენს ღმერთი.

            ამდენად, ,,ლურჯა ცხენების“ ამ სტროფში გალაკტიონი კვლავაც წარმოგვიჩენს, თუ რამდენად  მიუსაფარია რწმენადაკარგული ადამიანი , რამდენად ეულია ის, ვინც მიღმიერ სამყაროში  გარდაცვალებისას კვლავ იხსენებს, კვლავ მოუხმობს ღმერთს, მაგრამ მას აღარავინ იხსნის, რადგაან ამ ქვეყანადვე დაკარგა რწმენა, გაკარგა ღმერთი. მაგრამ გლაკტიონის სტრიქონები: ,,რომელი ცნობს შენს სახეს, ან ვვინ იტყვის შენს სახელს? ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?“ შეიძლება საპირისპირო მნიშვნელობითაც წავიკითხოთ იმ შემთხვევაში, თუ მიმართებას ადამიანისა  ღვთისადმი შევცვლით მიმართებით ღვთისა ადამიანისადმი.

            საზოგადოდ, ეს მიმართულებანი ქრისტიანულ სარწმუნოებაშიც ენაცვლება ერთიმეორეს, რადგან ღვთის და კაცის ურთიერთკავშირი არ არის ცალსახა. უფფლისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია ადამიანთან კავშირი, როგორც ადამიანისათვის-უფლისკენ მისწრაფება. ამ შემთხვევაში გალაკტიონის სტრიქონებში შეიძლება ამოვიკითხოთ ისიც, რომ რწმენის დაკარგვასთან ერთად დაიკარგა თავად ადამიანიც, დაიკარგა ის, ვისაც უნდა შეეცნო უფლის სახიერება, მისი საახე, ის, ვისაც უნდა შეეცნო უფლის სახელი. ქრისტიანულ სარწმუნოებაში ხომ იგივეობრივია ღვთის არსება და მისი სახელი. უფლის სახელის შეცნობით ადამიანს საშუალება ეძლევა თავად უფლის შეცნობის შესაძლებლობა, მაგრამ თუ აღარ იარსებებს მორწმუნე ადამიანი, ვეღარავინ იტყვის ღვთის სახელს, ვეღარავინ გაიგებს მის ძახილს, ვეღარავინ დაიჯერებს, რომ ღმერთს გამუდმებით შესტკივა გული თითოეულ ადამიანზე,  თითოეულ გზააბნეულ ცხოვარზე და გამუდმებით მოუხმოს მას თავისკენ. გალაკტიონი გვაგრძნობინებს, რომ მის აღქმაში ადამიანის გარეშე დარჩენილი ღმერთი ისეთივე ეულია, როგორც ღვთის გარეშე დარჩენილი ადამიანი. ამასთანავე, პოეტი მიგვითითებს იმასაც, რომ რწმენის დაკარგვის საბედისწერო პროცესი, რომელიც გამოხატა ფრიდრიხ ნიშეს სიტყვებით ,,ღმერთი მოკვდა“, განხორციელდა სწორედ ადამიანის შინაგან არსებაში, სწორედ მის სულსა და ცნობიერებაში. ღმერთი მოკვდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოკვდა ადამიანისათვის, თორემ თავისთავადაც ის კვლავაც უკვდავია, კვლავაც მარადიული, მისი ,,შუქთა კამარა  ვერაფერმა დაფარა“, იგი კვლავაც თვალშეუდგამ ნათელად დარჩა, რომელსაც ვერ ფარავს თვით უღმერთობის ”ნისლის ნამქერი“. მაგრამ იმ სამყაროში, სადაც ადამიანთა გაწმენდილი სულები უნდა დამკვიდრებულიყვნენ, ახლა მხოლოდ ,,მშრალი რიცხვებია“ დარჩენილი მატერიალური რაოდენობრიობა ვერ გარდაისახება სულიერ თვისობრიობად, რადგან სულიერი გაარდასახვა მხოლოდ ღვთის რწმენით იყო შესაძლეებელი. ახლა აქ მხოლოდ ,,უდაბნო მღელვაარებს“ (ნ. ბარათაშვილი), შუქთა კამარა ,,მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება.

            რამდენადაც გვახსოვს, ქრისტიანულ სახისმეტყველებაში უდაბნო უფლისაგან განდგომილი სამყაროს სიმბოლოა. უდაბნოს ქალაქად ქცევა, მისი მოწესრიგება მხოლოდ ღვთისადმი ლოცვით, ეკლესიის აგეებით, ზეციური კანონზომიერების დაქვემდებარებებით არის შესაძლებელი. ლურჯა ცხენებში“ კი მიღმიერი სამყარო მღელვარე, ქაოსურ უდაბნოდ ესახება პოეტს, რადგან აქ არ მეფობს კანონზომიერება, რადგან აქ მხოლოდ წყევლა და შეჩვეენება ისმის ნაცვლად ლოცვისა. ,,ლურჯა ცხენებში“ გალაკტიონ ტაბიძე ნათლად გვიჩვენებს იმასაც, თუ რატომ ისახება მის ,,სიზმრიაან ჩვენებებში“ სწორედ ამგვარი, ,,სამუდამო მხარე“. პოეტი გვაგრძნობინებს, რომ ეს მოხდა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მის არსებააში გაქრა ,,სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში“, რამდენადაც თვით მის არსებაშიც გაიდგა ფესვი ღვთისადმი ურწმუნობამ, დაპირისპირებამ. საზოგადოდ, სიმბოლისტურ პოეზიაში აღიარებულია, რომ სწორედ პოეტი არის პიროვნება, რომელიც სულიერ ასფექტში იტვირთებს კაცობრიობის ცოდვებს, ურწმუნოების ცოდვაცარ გულისხმობს ოდენ ერთი ადამიანის ერთი პოეტის სულიერ დაცემას. ეს პოეტი სულიერად დაცემულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ყველაზე მძაფრად განიცდის კაცობრიობის საყოველთაო სულიერ მდგომარეობას. თუ ის იცხოვრებდა სულიერი განწმენდის და აღზევების დროში, მისი ლექსებიც აღმაფრენის, ზოგადი ჰარმონიის გამომხაატველნი იქნებოდნენ,მაგრამ მოდერნიზმის ეპოქაში, კაცობრიობის სულიერი დეკადანსის ხანაში, მის პოეტურ შთაგონებას, მის ,,ღამის ზმანებას“ სსწორედ ამგვარიმ ხილვა, სწორედ ამგვარი ,,სიზმარიანი ჩვენება“ ეწვევა.

            ,,ლურჯა ცხენებში“ გალაკტიონის მიერ წარმოსახული სურათი არ მიგვითითებს პოეტის შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიაზე, რამდენადაც ეს პოეტი ცხოვრობს საყოველთაო დისჰარმონიის, საყოველთაო უთანხმოების ხანაში. ამ ლექსში დახატული ტრანსცედენტური სამყარო საზარელია თავისი მიუსაფრობით, თავისი სიცივითა და სიმწუხარით. რამდენად მისაღებია ქრისტიანული სარწმუნოების თვალსაზრისით ამგვარი ხილვების გაცხადება? რანდენად ენიჭება ადამიანს უფლება, სხვებისთვისაც აღსაქმელი გახადოს საკუთარი სასოწარკვეთილი სულის  მგომარეობა, სხვებსაც წარმოუჩინოს ის სურათი, რომელიც მის სუბიექტურ შინაგან პოზიციას ასახავს? ხომ არ ახვევს თავს საკუთარ სულიერ პრობლემებს იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჯერ უცხოა ამგვარი კრიზისის განცდა? განა ანალოგიური ბრალდება არ გაისმა გრიგოლ ორბელიანის ლექსში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს: ,,ღმერთი არ არის“...  (შენთვის ნუ არის!)  შენ არ გაწუხებს, რომ ჰსუფევს სხვისთვის?” ხომ არ ჩაუნერგავს გალაკტოინს ეს ლექსი ,,უმანკოთ გულში“ უსასოებას, ურწმუნოებას? მაგრამ თუკი ,,ლურჯა ცხენებია“ სათქმელს აღიქვამთ სარწმუნოებრივი პრობლემების კონტექსტში, ჩვენთვის ცხადი გახდება ისიც, რომ ეს ლექსი მოიცავს არა იმდენად საფრთხეს, არამედ გაფრთხილებას, თუ რამდეაად მძიმე შეიძლება იყოს პიროვნებისთვის ღვთის რწმენის დაკარგვა, თუ რამდენად უსასოდ აღიქვამს ამგვარი პიროვნება არა მხოლოდ მატერიალურ სამყაროს, სააქაო ცხოვრებას, არამედ მიღმიერ საამყაროსაც, ,,სამუდამო მხარესაც“. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებაში არსებობდა ცოდვილთა ტანჯვის, მათი - ,,საუკუნო პატიჟის“ გამოსახვის ტრადიცია, მაშინ გალაკტიონის ,,ლურჯა ცხენებიც“ შეიძლება გავიაზროთ, როგორც ამ ტრადიციის გააგრძელება. ნიშანდობლივია, რომ ქრისტიანული ეკლესიის წმინდა მამებიც კი არ უფრთხოდნენ საკუთარი ტკივილების წარმოჩენას, რათა ამ ფორმით წარმოეჩინათ ისიც, თუ რაოდენ სანატრელი, რაოდენ სანეტარო შეიძლება იყოს ის შვება, რომელსაც უფალი მომადლებს სარწმუნოების წიაღში სმონანიებით დაბრუნებულ სულს. გალაკრიონ ტაბიძის პოეზიაშიც მრავლად შევხვდებით ისეთ ქმნილებებს, სადაც ნათლად სჩანს პოეტის სწრაფვა ამგვარი მონანიებისაკენ. სწორედ ამ ლექსებთან მთლიანობაში უნდა განვიხილოთ  ,,ლურჯა ცხენებიც“ რადგან გალაქტიონის ლირიკა , სიმბოლისტური პოეზიის კანონზომიერების შესაბამისად, მოიცავს როგორც დიდი სულიერი დაცემის, ისე დიდი სულიერი აღმაფრენის გამომხატველ თხზულებებსაც.

Π‘Π°ΠΉΡ‚ управляСтся систСмой uCoz