ძმაო აბესალომ!
საღამოს საქმე ისევ ჩამიშალეს.ამის მიზეზები, ვინ იცის, თუ არ იყო... როდისმე მოგიყვები ყველაფერს დაწვრილებით. ეხლა ცოტათი ვერა ვარ კარგ გუნებაზე, მაგრამ არა უშავს რა...
მეუბნებიან, ,,ნუ მოგიწყენია, ჩვენ შეგეწევით, ცოტა დაგვაცა! ვნახოთ! სოფელში ვერ მოვდივარ... სხვა თუ არა, დათეშიძის გონორარის იმედი ძალიანა მაქვს. საღამო მაქვს სამტრედიაში, საღამო მაქვს ჭიათურაში, ცოტა ხანში ჩემს სასარგებლოდ შინაურულ საღამოს მართავს ერთი კნეინა...
მეუბნებიან, ,,ნუ მოგიწყენია... ნასწავლებლობა კი ამცდა.კითხვა ყოფილიყო ჩემზე და ერთ წვრილ ცოლ-შვილით დატვირთულ მასწავლებელზე.ორივეზე ბევრი ილაპრაკეს, ჩემზე განსაკუთრებით, იმას მაინც მისცეს, როგორც ოჯახის პატრონს.მერე ადგილი ავიჩინე და დღესვე თხოვნას ვაძლევ - საბჭოში...
ქუთაისი, 7 მაისი, 1913 წ.