ძვირფასი საფლავები

 

                         

 

არსად ისეთი დიდებული დასაფლავება არ იციან, როგორც საქართველოში. დასაფლავების დღეს საქართველოს ყოველი კუთხიდან, თვით მისი მიყრუებული ადგილებიდანაც, ჩამოდის მრავალი ხალხი. უწინ ამათი გამოხმობა მხოლოდ სრულიად საქართველოს  მეფის სიტყვას შეეძლო და შემოსული მტრის მოსაგერიებლად ქუდზე კაცი ჩამოდიოდა; ახლა სხვაა, ჯაჭვ-ჯავშანი სამშობლოს  დასაცველად აღარ არსებობს და ფშავ- ხევსურნი ჩამოდიან პატარა, მაგრამ პატიოსანის კალმის ძალით, რომელიც დღეს ძველი მეფის სიტყვაზე ნაკლებ არა სჭრის. დასაფლავება იღებს ნაციონალურ მოვლენის სახეს.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხედარის გადმოსვენება თბილისში დღესაც ბევრს ახსოვს, ეს მოხდა ოცდაექვსი წლის წინად,დიდებული დასაფლავება იყო...გაბრიელ ეპისკოპოზის გასვენების გამო მემატიანე აღნიშნავს: სიგრძე კორტეჯის ორი ვერსი იქნებოდაო.ასეთივე იყო ილიას, აკაკის, ვაჯას დასაფლავება; ბევრი ცრემლი დაღვარეს ეგნ. ნინოშვილის, არჩილ ჯორჯაძის, ჭოლა ლომთატიძის დასაფლავებაზე და ჩვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს, როცა მოვიგონებღ, რომ არ ვიცით სადაა საფლავი შოთა რუსთაველისა, როცა გაგვახსენდება, რომ არ ვიცით, თუ სად განისვენებენ ძვლები ივანე მაჩაბლისა და სხვა.

დამწუხრებულნი ვტირით ჩვენს ძვირფას საფლავებზე და რაც უფრო მწარედ ვტირით, მით უფრო ვგრძნობთ სიყვარულს ამ საფლავებისადმი ისე, როგორც დატყვევებულნი ებრაელნი სტიროდნენ ბაბილონის მდინარეთა ნაპირზე, და რაც უფრო მწარედ სტიროდნენ, მით უფრო გრძნობდნენ დაკარგუ თავისუფლებას, როდესაც ვასაფავებთ ძვირფას თანამემამულეებს,შევიკრიბებით ერთად და საფლავის წინაშე გამოთქმულ სიტყვით, ფრთხილად, გაუბედავათ, შეშინებული გამოვთქვამთ, ვამბობთ ჩვენს გულისტკივილსებს...სასაფლაოზე ძილს მოუცავს ერთმანეთს გადახვეული ჯვრები, ხეები და იასამანი. აქ თვიტოეულს ებლანდება თავისი ორეული, მიცვალებული.და რამდენი ძვირფასი საფლავებითაა მოფენილი საქართველოს ყოველი კუთხე. იზრება და მძლავრდება ახალგაზრდობა, ისინი სცვლიან მოხუცებს, წელი წელს მისდევს, საუკუნე საუკუნეებს და ძვირფასი საფლავებით მუდამდღე  იფინება ჩვენი სასაფაოები. ახვევიათ ამ საფლავებს სამარადისო ძილი და არავინაა, რომ ისევ აღადგინოს მათი სხივმოსილი და მშვენიერი დიდება.მაშინ, როდესაც მხოლოდ აქ შეგვიძლია ჩავიხედოთ წარსულის სარკეში და დავინახოთ  ჩვენი მეოცნებე სახე,როგორც ხანდახან მყუდრო საღამოს ზღვის ყურეში  გარინდებული გემის ჩრდილი ლაჟვარდ ზედაპირზე.აქ ცხოვრების ხმარუობა ისმის შორიდან, როგორც ზღვის ღელვა.აქ ყველაფერი სიმშვიდეს მოუცავს, აქ ყველაფერზე ღმადაა გაყოლებული იდუმალება, საიდუმლო.ამ უზარმაზარს, ბნელსა და ერთი შეხედვით ცარიელ სივრციდან, როდესაც მირაჯი მკრთალი და მინიზნებული, მშვენიერი და ლამაზი წარსულის ანარეკლს ისვრის, ჩვენი სული იღვიძებს და მზად არის ისევ აანთოს ჩამქრალი ან დაფარული სიამაყის სანთლები.

მოვიგონოთ ხალხი, რომლებიც აშენებდნენ უზარმაზარ, საშვილიშვილო სამრეკლოების დიდ კედლებს, რომლებიც რეკავდნენ ამ მაღალ სამრეკლოებზე და ფოლადის ზარებზე გულდადებით სჭრიდნენ თავიანთ სახელებს...მოვიგონოთ მოწამენი, რომელთაც თავი დასდვეს თავიანთი სარწმუნოებისათვის, რომლებიც ღვთისმსახურებას ასრულებდნენ თავინათ სალოცავ ტაძრებში და მთრთოლვარე ხელით  ანთებდნენ სამთლებს მშვენიერების წინ.ვიფიქროთ მათი წამების ჯვარზე, მათ ტანჯვაზე, მათ ცრემლებზე, ვიფიქროთ სასაფალოზე, სადაც დამშვიდობებით განისვენებს  ამდენი წარსული, შორეული და დავიწყებული, ვიფიქროთ მათზე, რომელთაგანაც დარჩა პატარა რვეულები, ბალახი სასფალოზე და ქვები ვინაობის ზედწარწერით.

კურთეულ იყოს მათი სახსნებელი! მათ საფლავებზე მწუხარე ძაზით მოსილ ქვრივივით დგანან ნაძვები.

ისინი წავიდნენ და არასოდეს არ დაბრუნდებიან.

ბოდლერს აქვს ერთი შესანიშნავი ლექსი, რომელსაც სახელად ჰქვია ,,ლოცვა-კურთხევა.მაგრამ აქ არავითარი კურთხევა არ არის, აქ არის წყევლა და მხოლოდ წყევლა.. ლექსი გამოხატავს მგოსნის ამ ქვეყნად მოსვლას, დაბადებას.ღვიძლი დედისთვის მგოსანი არის საგანი მარტოოდენ გაკვირვების და ზიზღისა- დედას სცხვენია საკუთარი შვილის ყოლა; მგოსანი იტანს დაცინვას სულებისაგან, იტანს შურსა და სარკაზმს.მგოსანი ხანდახან მსხვერპლი ხდება რომელიმე  სისხლისმსმელი დალილასი, რომელიც თავისუფლებას მისცემს იმას მას შემდეგ, რაც ამოსწოვა მასში უკანასკნელი სისხლი.მ,გოსანი, რომელმაც გამოიარა მთელი რიგი შეურაცყოფათა და ტანჯვათა, უკანასკნელად მიდის მასში უკანასკნელი სისხლი.მგოსანი, რომელმაც გამოიარა მთელი რიგი შეურაცხყოფათა და ტანჯვათა, უკანასკნელად მიდის, ამტანჯვათაგან განწმენდილი, სამარადისო დიდებასთან , მიდის გვირგვინით, რომელიც გამზადებულია წამებისათვის, მათთვის , რომელთაც ყველაფერი გადაიტანეს სიმართლისა და სილამაზის სამსხვერპლოდ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ლექსი ქართულად არ დაიწერა, მაგრამ აკაკის ნაწერებშიაც ბლომადაა გაბნეული ამის მსგავსი ფიქრები.იგი ისე ახლოა ქართველის სულთან, მის  საუკეთესო და თაყვანისსაცემ შვილთა მდგომარეობასთან.

განა არა ჰგავს მგოსანი მზეს: მხოლოდ ის წვდება ყველგან, ქოხებში და სასახლეებში, სალხინოებში და ტაძრებში, ყოველთვის  ღვთაებრივი განურჩევლად ისვრის ის თავის სხივებს ყველგან.

                          

 

Сайт управляется системой uCoz