მოგონებები

თენგიზ არჩვაძე

,,მაინც არ წამოვიდოდა

 ჩემს ბავშვობაში ოჯახში ასეთი ფოტო  გვქონდა, 1912 წელს ქუთაისში გადაღებული: შუაში აკაკი წერეთრლია, ირგვლივ ახალგაზრდები. ყველას, რა თქმა უნდა, ვერ ვცნობდი, მაგრამ მგოსნის გვერდით, მარჯვნივ მდგარი კონსტანტინე გამსაახურდია და ზემოთ, მარცხენა კუთხიდან მომზირალი გალაკტიონ ტაბიძე იმ სურათიდან გავიცანი. ვიცოდი, იმ წელს ქუთაისის თეატრში აკაკის საღამო გაიმართა და გაალაკტიონმა ლექსი წაიკითხა.

არ შეიძლებოდა აკაკის გამოპარვოდა მისი ნიჭი. გალაკტიონის პოეზიაში ხომ აკააკის ნათელი დგას. მგონი, წვერი მისი პატივისცემის ნიშნად მოუშვა. აკაკის შინაგანი დაა გარეგანი და შინაგანი გამოსხივება ჰქონდა და ეს ნათება გალაკტიონს გადაეცა...

 

* * *

...გრიბოედოვი ქუჩაზე, საამხატვრო აკადემიის მიდამოებში ფედია ჩუდეცკი ხშირად დამინახაავს. ნამდვილი გალაქტიონიც პირველად იქ ვნახე. იქნებოდა ასე ოცდათხუთმეტი-ოცდათექვსმეტი წელი. ზურგზე ხელებგადაჯვარედინებული სიარული რომ იცოდა, ისე მოდიოდაა, სწორედ რომ რომბებიანი ჯემპრი ეცვა, ფედია ჩუდეცკისთან ერთად გადაღებულ სურათზე რომ ჩანს, კისერთან ჩახსნილი ოქროსფერი ,,ზმეიკით. ახაალგაზრდობაში ელეგაანტურობით განთქმული იყო იმდროინდელ ფოტოებშიც ეტყობა და რააღააცნააირად მეწყინა, ეს წითელი თექასავით უხარისხო, რაღაც მდაბიური ჯემპრრი, შელახული პიჯაკი და დაკუჭული შაარვაალი რომ ეცვა.

მერე რუსთაველზეც მინახავს, მარჯანიშვილზეც. იქ, კამოს ქუჩის კუთხეში ერთი დუქანი იყო, სულ ორი სამი მაგიდა ეტეოდა. რაჭველი მედუქნე, გვარად მაისურაძე, ყველას გვიცნობდა და ნისიადაც შეიძლებოდა დაალევა. ჟორა შავგულიძე და სხვა მსახიობები ამ დუქანში ხშირად დაადიოდნენ. გალაკტიონიც სტუმრობდა. ჩამოვიდოდა ჟორაას ხელის აწევით მიესალმებოდაა, მერე მივიდოდა ცალკე მაგიდასთან, წინ ერთ ბოთლ ღვინოს დააოდგამდა, საჭმელს არაფერს მიაყოლებდა და იჯდა თავისთვის...

ახალგაზრდა მსახიობებს რესტორან ,,თბილისში წასვლა კი გვიყვარდა, მაგრამ ჯიბის ფული

Сайт управляется системой uCoz