* * *
მზის სადღეგრძელოს მარადი ჭიქით
ვსვამ, მიხარია ცეცხლის კლდემანი,
სამშობლოს იქით, სიმშვიდის იქით
ისევ მეძახის ჩემი დემონი.
ბრმა ცალი თვალით
მან დაიბრმავა ეს თვალი განაგებ
და ამნაირად გახდა ცბიერი,
მეორე თვალში არის განგება:
მეტი სიმკაცრე და სიძლიერე.
უმარულიან დენათა შორის,
მწარე დაცინვით მათი მგმობელი,
იგი ტრიალებს, ვით თვალი ქორის,
ეს საუკუნე მეფისთოფელი.