* * *
გაგონდება
თუ
არა
კარალეთის
დღეები,
მთების
ლურჯი
კამარა,
უცხო
სამოთხეები.
კიდევ
შეგრჩა
თუ
არა
მხიარული
თვალები,
თუ
მზემ
გადაუარა
და
ჩაუქრო
ალები.
მოვდიოდით
მხარდამხარ
და
დრო
გვეუარესა,
აწ
არ
ვიცი,
სადა
ხარ
და
რომელსა
მხარესა.
მოვა... მაგრამ როდის?
შორეული ქალის
ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი
ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!
ყვავილები
უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.
და ლანდებად
თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.
ზრდილი, ნაზი
და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი
შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.
დედოფალო!
ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის
დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.
ქალაქი წყალზე
ქალაქი წყალზე,წარბშეყრილი და მრისხანება,
როგორც ქალაქი,დრედნოუტიც ისე ჩუმია!
მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამოქანება
და დაწყნარდება,თითქოს ლურჯი აბრეშუმია.
ქანაობს გემი,მიჩვეული გრიგალით თრობას,
ო,ეს დუმილი,დაყდნობილი ანძების თავზე,
ამ ბნელი ღამით ემუქრება კაცობრიობას,
ძველს,დახავსებულს ემუქრება სიახლით სავსე.
ცეცხლი, მახვილი
ცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი,
დაინგრეს ძველი, სიხარული მოდის ახალი,
და ამბობს ყველას გასაგონად: მსოფლიო წყნარად!
შენი წარსული, სენი აწყო იქცა არარად.
და დახარხარებს შენს ნანგრევებს: ცეცხლი, მახვილი..
ცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი.
რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს
რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს,
ვიცი: ახლოა ის, ვისაც ველი.
მას სამოსელი ბრწყინვალების და გამარჯვების
მოაქვს მებრძოლი პოეტისათვის.
დასცხრით, ტალღებო, მზე ამოდის აღმოსავლეთით,
მზე მოდის არა ერთი და ორი . . .
დამშვიდდით, როგორც მე ვარ მშვიდი ამ მოლოდინში.
დაბრუნება
ლიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს,
არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს,
სადაც მზე მწველია, ცხელია დარები,
მცხეთაში გრიალით მიჰქრიან ზარები,
გუგუნებს იტრიის ხეობა უღრანი
და ოხრავს წარსულზე ნანგრევი მუხრანი.
ყოველგან უჩინრად ტირიან დანაკლისს
თამარის ტაძრები და ძვლები ირაკლის.
და ყოველ საფლავზე, მზის ყოველ ღეროზე
ხაზებად იშლება ეროსი, სიონი მთაწმინდად,
გეგუთი გელათად, არაბთა თვალები,
ქცეული ელადად, აზია - აღელვებს ოცნებას.
საღამოს ლანდები, ვით ბინდი ნიავის,
მიდამოს სდებია.
გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? -
ეს ჩემი სამშობლო მთებია!
მივარდნილი აივანი
ამპარტავანი თათარი,
ეზოში დადის მამალი,
მახსოვს მოხუცი ჭადარი
და ძველი დასტურ-ლამალი,
მახსოვს მივარდნილ აივნის
ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.
ახლაც ხანდახან გაივლის
ჩვენი კნეინა - კაკაბი.
სიმინდის ანაქურჩალით
კოკა, შედგმული გაროზზე,
მაღალ ტანით და ჭურჭელით
კაკაბი მიდის წყაროზე.
გახმა ბოსტანში მწვანილი!
და ოხრავს ჭმუნვით მოცული
თავადი ვაშლოვანელი,
ხანდახან ჩემთან მოსული.
რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი, მელოდი!
დავლიეთ, გაგიხარია...
ვამაყობ საქართველოთი!
ოქტავებით ვწერ პოემას,
ესეც საქმეა თუ არა?
და სოფლის უდაბნოებას
ამ ზარმაც გადაუარა.
და მეგობარიც ხანდახან
უთუოდ მოვა, თუ ელი:
თბილისში მეფობს თათარხან,
ღვინო, დუელი, დუელი!
სასახლე გახდა თილისმა!
არ არის არც საშინელი:
კარგად გაიცნო თბილისმა
ჩინებულება ჩინელი.
რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი, მელოდი!..
დავლიეთ, გაგიხარია...
ვამაყობ საქართველოთი!
იქ პოეზიის ფრიალებს დროშა
ზღვაში გადვისვრი ბედითი ბადეს,
რომ ოქროს თევზი მოჰყვეს ცბიერი.
მისი დანახვა მრავალჯერ სცადეს,
მე კი ნამდვილად ვარ ბედნიერი.
ზღვაში ჩავაგდებ საოცარ ანკესს,
აჰა, სირენას ამოჰყვა გული,
იგი მომასმენს მშვენიერ ჰანგებს
და მე ნამდვილად ვარ მოხიბლული.
დღე გაჟღენთილა ქროლვით მზიანით,
სადღაც, სხვა მხარეს გადანატანი,
ზღვა ღელავს ისევ ხალისიანი,
დღე ელავს, როგორც ცეცხლის მადანი.
მისცურავს გემი, ტრიალებს ზვირთი,
ჩვენ გავაყოლეთ ხომალდებს კვალი,
იქ პოეზიის ფრიალებს დროშა
და დროშებს შურით გასცქერის თვალი.